გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დასაპატიმრებელი. ამის შესახებ მან 9 სექტემბერს, “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ რეპორტაჟს ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში კერძო ვიზიტთან დაკავშირებით.
“მე ვნახე სიუჟეტი ერთ-ერთი ტელევიზიით, რომლის შედეგადაც, მაღალი ალბათობით, ღარიბაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. დღესვე არის დასაპატიმრებელი, ისეთი სიუჟეტი ვნახე. მინიმუმ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება, არსებობს ოქროს მოწმე გაიაშვილი (ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”-ს გენერალური დირექტორი), რომელიც ადასტურებს, რომ პირადი მიზნებისთვის იქნა გამოყენებული სამთავრობო თვითმფრინავი”– განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს