55 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და გარემოცვის წევრები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
“ერთი საათის წინ მეგობარი და მებრძოლი, თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, ჟურნალისტი, მწერალი დავკარგეთ. საათებში აგვიფრინდა უფალთან და მეც კი გამასწრო უნამუსოდ ჩემს შვილთან ჩახუტებაში. დღეს დროებით გამოვდივარ ყველანაირი ვირტუალური სივრცეებიდან. მოიხსენეთ მეგობრებო მონაჲ ღვთისა გიორგი..”– წერს დავით ქართველიშვილი.
გია გაბრიჭიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ტელეკომპანია “ობიექტივში”, სადაც მიჰყავდა გადაცემები. ასევე აქვეყნებდა მასალებს სხვადასხვა გამოცემებში.
Multimedia.ge უსამძიმრებს გია გაბრიჭიძის ოჯახსა და ახლობლებს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს