ბოლო ამბები
12/12/2024

ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლება უკვე საკუთარი ხელით გააფორმებს ავტორიტარულ რეჟიმს – ნინო ლომჯარია

გაზიარება

“ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლება უკვე საკუთარი ხელით გააფორმებს ავტორიტარულ რეჟიმს”– განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 26 თებერვალს,  გადაცემა “კვირის ფორმულა”-ში სტუმრობისას, რითაც გამოეხმაურა “ხალხის ძალის” საკანონმდებლო პროექტს არასამთავრობო სექტორში უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების გამოვლენასთან დაკავშირებით.

“ეს არის კანონი, რომელიც ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ პარტიისგან დამოუკიდებელ ნებისმიერ წარმონაქმნს, სამოქალაქო აქტივიზმს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიულ ფასეულობებს, რაზეც უკვე ნამსჯელი აქვს სტრასბურგის სასამართლოს, ევროკავშირის სასამართლოს, ვენეციის კომისიას, ეუთო/ოდირს, არ დარჩენილა დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც არ გაკეთებინოს შეფასება, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სხვა ამბების წაკითხვა