ბოლო ამბები
26/01/2025

არასდროს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია პირადი მიზნებისთვის, არცერთი თეთრით – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება

“არასდროს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა, თუ სხვა, არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან” –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ამერიკაში მის კერძო ვიზიტსა და ფრენის ხარჯებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე.

“მე, შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ გამომეჩინა განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო გამეფებული 10 წლის წინ, როცა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა საკუთარი მიზნებისთვის.

მადლობა ღმერთს, მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს არ ვიყავი გაჭირვებული და მას შემდეგ, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან [ბიძინა ივანიშვილთან] და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან, მისვამთ კითხვას, გპასუხობთ”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა