პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში, ხმის დათვლის მოწყობილობა ამერიკიდან უნდა იმართოს

269
ნახვა/წაკითხვა

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, არჩევნების ხმის დათვლის მოწყობილობის სერვერი ამერიკაში უნდა იყოს და არა საქართველოში. ამის შესახებ მან 2 ოქტომბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში განაცხადა.

“თუ ელექტრონული არჩევნებია, სერვერები უნდა იყოს ესტონეთის, შეერთებული შტატების, ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის მიერ კონტროლირებული და არა ისე, რომ ცესკომ და “ქოცმა” ჩაგიტაროს და იმან დაგითვალოს”– თქვა ცისკარიშვილმა.

განმარტება:

სერვერი – ეს არის დიდი კომპიუტერი, რომლის გამოყენება შეუძლია ერთდროულად ბევრ მომხმარებელს. მასში შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა პროგრამების, ფაილებისა და მონაცემთა ბაზების ძალიან დიდი რაოდენობა.

ავტორის შესახებ

___________________________