ბოლო ამბები
13/02/2025

წმინდა ფაჩუჩებმა ჩაგდეს რძეში და გიცავენ მოწამვლისგან და შიმშილობისგან! – თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს

გაზიარება

“წმინდა ფაჩუჩებმა ჩაგდეს რძეში და გიცავენ მოწამვლისგან და შიმშილობისგან!”– ასე პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს

“უფალო, როგორ ეპოტინება ამ თავის გამქრალ მეჯიქს”– წერს ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე მორიგი პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ვკუთხულობთ:

“უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი”. – წერს მიხეილ სააკაშვილი

სხვა ამბების წაკითხვა