შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამის შესახებ მან 22 ოქტომბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ნათელაშვილს არ სჯერა პრეზიდენტისა და ივანიშვილის დაპირისპირების და ამბობს, რომ ეს არის დადგმული სცენარი ხალხის მოსატყუებლად.
მისივე თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას, თუ ის ღიად იტყვის, რომ არის არაფორმალური მმართველი და ასევე, შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
“თუ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა, ნარკოვაჭარი და ვიღაც პედოფილი, შეიწყალოს თავის წინამორბედი პრეზიდენტიც და დავიჯერებ, რომ მართლა ამხედრებულა რეჟიმის წინააღმდეგ”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს