დიახ, ვაღიარებ, რომ მე დავუშალე პუტინს “დსთ” [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა]”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩართვისას.
“დიახ, მე დავუშალე პუტინს დსთ, ვაღიარებ ამას, რადგან საქართველო მიდიოდა თავისუფლებისკენ. იმიტომ, რომ საქართველო აღწევდა წარმატებას, ამან დაუნგრია და დაუშალა მას დსთ და ამიტომ უხდება ნარჩენებთან და ნაყარ-ნუყართან შეხვედრა, რადგან არავის მისი აღარ სჯერა.”– განაცხადა სააკაშვილმა.
ინფორმაცია:
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (СНГ) — რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ორგანიზაციის მიზანია დაარეგულიროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობები: ხელს უწყობს თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში და აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ეხება ვაჭრობის, ფინანსების, კანონშემოქმედებისა და უსაფრთხოების კოორდინაციას.
შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისაგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან.
თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. საქართველომ დსთ 2009 წლის აგვისტოში დატოვა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს