ბოლო ამბები
11/10/2024

გეკითხებით ყველას, პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული, უბრალო მოქალაქემდე – რა დავაშავე? – ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს

გაზიარება

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც ალბათ მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები.

არ ვიცი, ალბათ მქონდა ამის უფლება?… რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე… ამ კუთხით მაინც ვთვლი მქონდა უფლება ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.

არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა, თუმცა…. ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ თრურმე, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მაქვს და კარისკენ მიმითითეს.

ძალიან დავმცირდი, ძალიან მეტკინა და წამოვედი. ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებულ უბრალო მოქალაქემდე, რა დავაშავე ისეთი, რომ ასე დავმცირდე იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?!

ვფიქრობ ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია…. მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი … ალბათ ასეც უნდა მივიღო… ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის”- წერს ლუკა კურტანიძე.

ლუკა კურტანიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი 2002 და 2003 წელს გახდა.

ამავე წელს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი

2002 წელს მიენიჭა ქართული სპორტის რაინდის წოდება

2000 წელს მიიღო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, ამავე წელს მიიღო ღირსების ორდენი

1997 წელს ასევე მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2015-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2015-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება”, წევრი (2015-2016)

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, პრეზიდენტი (2012-2014)

სხვა ამბების წაკითხვა