22/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

მერიის ცნობით, დეზინფორმაციაა, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა შეიცვალა

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

მერიის ცნობით, დეზინფორმაციაა, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა შეიცვალა.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან.- ნათქვამია მერიის განცხადებაში.