ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

მიხეილ სააკაშვილი ქეთი დევდარიანისგან მისი სიტყვების დაკონკრეტებას ითხოვს (ვიდეო)

თებ3,2024
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი სცენარის ქეთი დევდარიანისგან ითხოვს დაკონკრეტებას, თუ რა იგულისხმა მან, როდესაც გადაცემაში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ხისტად იჭერდა, თუ არ მოწონდათ.

“გუშინ, ტვ “ფორმულას” ეთერში, ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებამ და ჩემი აზრით, ერთ-ერთმა უმაღლესმა ინტელექტუალმა განაცხადა: “წინა ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონდა, ხისტად იჭერდა.”

მსგავსი განცხადების გაკეთებისას, აუცილებელია კონკრეტიკა, თუ ვინ იგულისხმება, ან რას ნიშნავს ხისტი დაჭერა, რათა არ მოხდეს ცრუ ნარატივის გავრცელების ხელშეწყობა.”– წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელით, მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

სხვა ამბების წაკითხვა