ბოლო ამბები
11/10/2024

რატომ გადააყენეს ღარიბაშვილი, რატომ შეირჩა კობახიძე, რა არის მისი მთავარი ღირსება და სისუსტე? – ლევან ლორთქიფანიძე

გაზიარება

რატომ გადააყენეს ღარიბაშვილი, რატომ შეირჩა კობახიძე, რა არის მისი მთავარი ღირსება და სისუსტე?”– ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე წერს სოციალურ ქსელში.

რატომ გადააყენეს ღარიბაშვილი?

1. ბიძინა ივანიშვილი თავის სისტემაში ახალი ენერგიის მუდმივი წარმოქმნისთვის წლებია იყენებს პრემიერ-მინისტრების როტაციის პრინციპს. ყველა პრემიერ-მინისტრი 2-3 წელიწადში ერთხელ იცვლება, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში პერსონალურ განახლებასაც იწვევს.

2. ღარიბაშვილმა ორივე პრემიერობის დროს დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ჯგუფის, გნებავთ კლანის ჩამოყალიბება, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც კი მხოლოდ მასთან პირადი ნაცნობობა-ახლობლობის ნიშნით ჰყავდა შერჩეული. ამავე ნიშნით შერჩეული ადამიანების აღმოჩენა შესაძლებელია მართვის არაერთ საფეხურზე, მოულოდნელად პრივილეგირებულთა ფენაში. მოკლედ, პრემიერ-მინისტრი თავისი პირადი დაჯგუფებით, კონსერვატიული სენტიმენტებით შეიძლება დამატებითი, მცირე თავისტკივილი აღმოჩენილიყო ივანიშვილის უპირობო მმართველობისთვის.

3. ივანიშვილს ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა ოჯახის წევრებისთვის ქონების გადაფორმების, შვილის პერსონალური თვითმფრინავით გამგზავრების ამბები.

რატომ შეირჩა კობახიძე?

1. შრომას დაფასება უნდა. კაცი 2015 წლიდან უსიტყვოდ ემორჩილება და ემსახურება ივანიშვილის სისტემას, უხელმძღვანელა კონსტიტუციის დაწერას, აგრესიულად ესხმის თავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, მზად არის პარტიისთვის დახოცოს ყველა… ამგვარი თავგანწირვა თუ არ დაფასდა, შეიძლება განელდეს.

2. საქართველოს პარლამენტში გაცილებით უფრო კვალიფიციური გუნდია თავმოყრილი, ვიდრე ღარიბაშვილის დაჯგუფებაში. კობახიძის დაწინაურებასთან ერთად საქართველოს პარლამენტში თავმოყრილი სპეციალისტები გადაინაცვლებენ მთავრობაში (თუ არ გადაინაცვლებენ, დაუახლოვდებიან მაინც). მათ უფრო მეტად შესწევთ ძალა, რომ წინასაარჩევნოდ კომუნიკაცია აწარმოონ დასავლეთთან, რათა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები კითხვა გაჩნდეს.

3. ღარიბაშვილისგან და კალაძისგან განსხვავებით, მას არ აქვს უნარი, რომ თავისი ვერტიკალი შექმნას, ვერტიკალი, რომელსაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ექნება ფესვი გადგმული.

რა არის კობახიძის მთავარი სისუსტე?

1. მისი ემოციური მდგომარეობა, დიალოგის წარმოების უნარის არქონა, მიდრეკილება მარტო ყოფნისადმი, უკონტროლობა, ნერვიული ქმედებები.

2. ნულოვანი კომპეტენცია სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

რა არის მისი მთავარი ღირსება?

1. დედამისი 345 ნომერი ავტობუსით მგზავრობს ხოლმე”- წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა