ბოლო ამბები
06/10/2024

აღარ ვაპირებ მოთმენას, ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ დასრულდება სასამართლოში – თეა წულუკიანი

გაზიარება

ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ მათთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება გელათში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება იქ. მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებსაც, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა