2013-2021 წლებში, მეინსტრიმ ოპოზიცია ამტკიცებდა რომ მიშას ჩამოსვლა ბიძინას ჩამოაქცევს და ვერანაირად ვერ შევაგნებინეთ, რომ ეს სისულელეა და ნუ ახვევენ თავს ლიდერად მიშას იმ ხალხს, ვისაც ეს არ უნდა – ვზიანდებით.
თქვენო ხართო მოღალატეებიო (ეს აწინაურებდა მიშას კარზე).
დურთეს ის რეალობას მთლიანად აცდენილი რეგვენი რძის პროდუქტების კონტეინერში და უკვე მესამე წელია ციხეშია სახედაკარგული.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მართლები აღმოვჩნდით – სრული მორალური კრახი განიცადა მიშამ, ბიძინა უფრო ძლიერია.
2. 2020 წელს ოპოზიცია ამტკიცებდა რომ ბოიკოტია გამოსავალი. გავექანე თავით, დავეტაკე არ ქნათ, ვერ იზამთ მეთქი – შენო ხარო პუფიო, თუ ამ პარლამენტში შეხვალო, ნაგავი უნდა დაგაყაროთ თავზეო …. მართალი აღმოვჩნდი – ვერ გაქაჩეს და ბიძინა გააძლიერეს.
3. შარლ მიშელი გვიშველის, დანიელსონი დაიღალა მოვაწეროთ ხელიო – არ ქნათ მეთქი, ვყვიროდით და არაო, მამუკა ხაზარაძემ იცის საერთაშორისო მოლაპარაკებები როგორ აწარმოოსო და დადგნენ ჩმორები ორბელიანის სასახლეში – აწერეს ხელი.
მართლები აღმოვჩნდით – ბიძინამ ხაზარაძე/ჯაფარიძეს თავზე გადაახია მათი “წარმატება”. ბოკერია პროცესს ჩაეხსნა – ესეც ბიძინას ბონუსად.
4. სანქციები გვიშველისო, აი ეხა ამერიკამ ნახე ბიძინას რა უქნასო – ვყვიროდით აქ გასაკეთებელი ამერიკაში ვერ გაკეთდება, თუ ალტერნატივას არ ვქმნით, სანქციები ვერაფერს დააკლებს თქო – არაო, ჩამოიქცევა ბიძინაო. მართლები აღმოვჩნდით – სასამართლო სანქცირებულია, ბიძინა – ძლიერი.
5. სტატუსს არ აძლევენ ოცნებას – არიქა ევროკავშირი ჩამოგვაქცევინებსო. ვყვიროდით, აქ გასაკეთებელი ბრუსელში ვერ გაკეთდება, თუ ალტერნატივას არ ვქმნით, ბრუსელი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და შეიძლება მისცეს თქო – არაოოო, შანსი არ არის ბიძინას სტატუსი მისცენო.
მართლები აღმოვჩნდით – ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა.
6. ვყვიროდით, ნუ იგონებთ სისულელეს, ბიძინასთვის სტატუსი ძალაუფლების წყაროა და რეფორმების გარეშე მიღებას ცდილობს თქო – არაო! ეგო აკეთებს სტატუსის საბოტაჟსო – პუტინის არცერთი მოკავშირის მცდელობა, სტატუსი მიეღო ბიძინას –
არ ეყოთ, არაო – საბოტაჟიაო!
მართლები აღმოვჩნდით – სტატუსი შეფერებული აქვს და საარჩევნო კამპანიას მაგაზეც ააგებს.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ კრიზისების, როცა ჩვენ ვიყავით ცამდე მართლები.
სხვა ყველა იყო ტოტალურად მცდარი. ეს არის ის კვეთები, რამაც ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა განსაზღვრა. ხოდა აი ბაბლის ყეყეჩები რომ
ჩემზე სევდიან ზრუნვას დაიწყებთ ხოლმე, მაგ დროს ვენტილატორს რომ გიდგამთ და ნეხვს გესვრით – კარგად შეიზილეთ, ალალია”– წერს ჩერგოლეიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს