მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება თქვენგა მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე. საზოგადოებამ არ იცის ვინ, რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? – მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“რადგან, საზოგადოება, მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან, დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის?
საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშაორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინძალაძეს, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ ნაციონალურ მოძრაობას და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”– განაცხადა პრეზიდენტმა,
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს