“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი ბორის ყურუა სოციალურ ქსელში წერს:
“11 წლის წინ დავამთავრე სკოლა და ჯერ დისკრიმინანტის ფორმულა არაფერში გამომიყენებია, არც აწი მომიწევს, დიდი იმედი მაქვს (იმიტომ რომ დამავიწყდა).
არ არსებობს სასკოლო მასალაში ისეთი ცოდნა, რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა.
ადამიანები განსხვავებულები არიან და ყველამ ის უნდა ისწავლოს რაც აინტერესებს, რაც მოსწონს და ჰგონია გამოადგება.
იცვლება სამყარო, ჩვენმა თაობამ აბსოლუტურად იდიოტურ სისტემაში იცხოვრა და არ არის სავალდებულო მომავალმაც ეს გზა გაიაროს.
სმარტფონში 1 კვირა ბოდიალით დაინტერესებული ადამიანი უფრო მეტ პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს ვიდრე ზოგი 12 წელი სკოლაში სიარულით და ნუ გაუტრაკეთ ამ ხალხს.
ისწავლიან პროგრამირებას და თქვენ იმეორეთ რომ ვალენტობა არის ატომის უნარი შეიერთოს ატომების განსაზღვრული რაოდენობა.
P.S. ისტორიის ცოდნა და ჰაგიოგრაფია სავალდებულოაო რომ გაიძახიან იმ ხალხის უმეტესობამ თამარ მეფე ქალი რომ იყო იმის იქით არაფერი იცის და როგორღაც ახერხებენ გადარჩენას”– წერს ბორის ყურუა
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს