ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს.
ამ საკითხზე მან 7 თებერვალს “რუსთავი2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას ისაუბრა.
“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.
იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.
კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,”- განაცხადა რობინ დანიგანმა “რუსთავი2”-ის ეთერში სტუმრობისას.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს