ბოლო ამბები
06/10/2024

ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გადაცემა “ბიზნეს-ფორმულა” დაიხურა, წამყვანი მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობა

გაზიარება

ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გადაცემების დახურვა დაიწყო, ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ეთერში აღარ გავა არის “ბიზნეს-ფორმულა”.

გადაცემის წამყვანი ანა ცხოვრებოვა მაყურებელს უკვე დაემშვიდობა.



“ფორმულა”-მ გადაცემების დახურვის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელევიზია წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის და მიმართულება მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის იქნება, რაც სხვა, არაპოლიტიკური მიმართულების გადაცემებს აღარ ითვალისწინებს.

ანა ცხოვრებობასთვის კი ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გადაცემას უხურავენ, პირველად ეს “მაესტრო-ზე 2020 წელს მოხდა, როდესაც ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიზნეს პროექტი დაიხურა.


სხვა ამბების წაკითხვა