ბოლო ამბები
ივნისი 17, 2024

ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში მთავრობის პირველი სხდომა გამართა (ვიდეო)

თებ12,2024
გაზიარება

ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში მთავრობის პირველი სხდომას გამართა და კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრებათ ეკონომიკისა  მინისტრ ლევან დავითაშვილს, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს,  ამის შესახებ კი  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება.

ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის  მადლობა გადაუხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი წარმატებები უსურვა.

„ დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით.  

მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. 

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო.

ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა