ბოლო ამბები
26/01/2025

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია, დაკავებულია 2 პირი

გაზიარება

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია, დაკავებულია 2 პირი. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ.-ზე, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სხვა ამბების წაკითხვა