ავლაბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მკვლელობაში ბრალდებულების დედა პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გარდაცვლილი ფელიქს კაპანოვი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. მისივე ცნობით, მოკლული ფელიქს კაპანოვი მიკროავტობუსის მძღოლებს ფულს სძალავდა და თანხის შეგროვებას აიძულებდა მისთვის.
როგორც დაკავებულების დედამ “ტვ პირველთან” განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რაკავშირი ჰქონდათ მის შვილებს მოკლულ კაცთან ან რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მისივე თქმით, თუ მისი შვილები დამნაშავეები არიან, უნდა დაისაჯონ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს