გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ყოფილი დეკანოზი საპატიმროში 7 წელი იმყოფებოდა, მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ბრალდებოდა.
როგორც მისი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, მამალაძე უდოს კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გათავისუფლდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს