“რაც შეეხება ამ არამზადა ელისაშვილს, თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა. ყველაზე არასანდო ადამიანი, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში – არის ელისაშვილი, რომელიც იყიდა “ოცნებამ და მისგან მართული ადამიანია” – ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ის პატიმრების ბედით ვაჭრობდა და ფულს შოულობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო.
ბესელიას თქმით, ელისაშვილი გაყიდული პოლიტიკოსია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” იყიდა.
“ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც დაგეგმილი კამპანია აწარმოა ჩემ წინააღმდეგ, მე მას მოვუგე პროცესი და ცილისწამებისთვის მან გადაიხადა კიდეც კომპენსაცია.
თუ ენას არ გააჩერებს და ცილისწამებას გააგრძელებს, ამ ვითარებაშიც კი მოუწევს, შემდეგ ჯერზე განიცადოს ის მარცხი, რაც განიცადა.
ეს არის გაყიდული პოლიტიკოსი, რომლის მყიდველსაც, პირდაპირ გეუბნებით ვინ არის, ეს არის მმართველი პარტია”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს