ბოლო ამბები
11/12/2024

ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს – ილია დარჩიაშვილი

გაზიარება

„საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის ჩვენს რეგიონსა და მის მიღმა“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში მოიწვია.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა აშშ-ის დელეგაციასთანაც. ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ასევე, ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან.
მისივე განცხადებით, პარალელურად იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

„მქონდა გაცნობითი შეხვედრა ახალ დანიშნულ ფრანგ კოლეგასთან. საფრანგეთი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. „ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა