“არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის და ნავალნის შედარება შეგვიძლია”- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, “ბლუმბერგი”-ს კორესპონდენტის კითხვას მიხეილ სააკაშვილისა და ალექსეი ნავალნის შედარებაზე საპასუხოდ.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო არ არის რუსეთი და ის ვერ შეადარებს ერთმანეთს ალექსეი ნავალნის და მიხეილ სააკაშვილს..
“შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არ არის და ამას ყოველთვის გავიმეორებ”– აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც პატიმრობაში იყო, 16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს