ბოლო ამბები
10/12/2024

კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით – მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში

გაზიარება

კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ ჯოზეფ ბორელთან და  ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო მნიშვნელოვანი და სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდეგ. პანდემიის შემდეგ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებული რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში.

ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ამ კონტექსტში მივესალმებით იმ პრიორიტეტების გეგმას, რომელიც განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და გულისხმობს ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში.

ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ამ კონტექსტში აისახება სამოქალაქო თანამეგობრობის საფუძველზე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების ფარგლებში აღიარებული მხარდაჭერის მიმართ. კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს, მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით და ეს მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისთვის. მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში და ჩვენი საერთო მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული ევროპის ზოგადი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა