22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იუწყება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”.
მას ბრალად სდებენ 3 რუსი სამხედროს მკვლელობას.
„სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელი უვადო პატიმრობა მიუსაჯა“, – აცხადებენ უწყებაში.
მამუკა გაწერელია უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყების წელსვე გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს