რაც შეეხება “პარადს” რომლის ჩატარებაც იგეგმება თბილისში, მომხრე არ ვარ და არ ვიქნები არასოდეს – აჩიკო ნიჟარაძე

407
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამონარიდი მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის პოსტიდან, რომელიც 17 მაისს, თბილისში დაგეგმილ ე.წ პრაიდს ეხება.

“რაც შეეხება ძალადობას, ვემიჯნები ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ და არა მარტო ადამიანის, ასევე ცხოველების მიმართაც.

რას შეეხება პრაიდს, “პარადს” რომლის ჩატარებაც იგეგმება თბილისში, ამ პარადის მომხრე არ ვარ და არ ვიქნები არასოდეს.

ახლა პასუხი მინდა გავცე საზოგადოების “გაღიზიანებულ” ნაწილს და ასევე “მორწმუნე მართლმადიდებლების” იმ ნაწილს, ვინც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე გამოიტანეთ დასკვნები!!! 

ჩემთვის ოჯახი, ჩემი ქვეყანა და სარწმუნოება არასოდეს არ ყოფილა მეორე ხარისხოვანი და არც იქნება. რაც შეეხება სხვის განსჯას თან მიზეზის არ ცოდნის გარეშე, აი ამაზე დაფიქრება ნამდვილად გჭირდებათ. რამდენად ახლოსაა კაცობასთან და რწმენასთან ასეთი საქციელი ეს საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილისთვის მომინდია. 
მადლობა ყურადღებისთვის.”– წერს აჩიკო ნიჟარაძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE