თინა ხიდაშელი დადებითად აფასებს პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ბრიუსელში და ამბობს, რომ ეს მისასალმებელია. ამის შესახებ მან 21 თებერვასლ, ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.
“ძალიან კარგია, რომ ბატონი კობახიძე პირველად ბრიუსელში წავიდა, ეს არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი გზავნილი და ძალიან სასარგებლო, შეუძლებელია, რომ ეს არ მოგვეწონოს და არ აღვნიშნოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ნატოს გენერალურ მდივანს ხვდება ბრიუსელში ყოფნის დროს, ეს ერთგვარად ხაზგასმაა ყველაფერ იმის საწინააღმდეგოდ, რაც მანამდე ხდებოდა და ესეც ძალიან კარგია და მისი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისისთვის პლიუსია”– განაცხადა თინა ხიდაშელმა, თუმცა აღნიშნა რომ ეს მხოლოდ სიარულია, ხელის ჩამორთმევაა, პოლიტიკური განაცხადია, მაგრამ შინაარსისგან დაცლილია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს