ბოლო ამბები
12/12/2024

ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში – მაია ბითაძე

გაზიარება

ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ, კანონით საშენებს ძალიან გავაკონტროლებთ. შესაძლებელია ჩვენ აღარ გვქონდეს იმისი უფლება, რომ ჩვენივე ძაღლები გავამრავლოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს არ აქვს უკუმოქმედების ძალა. საუბარია 2025 წლის ივლისიდან. ჩვენ მანამდე უნდა მომემზადოთ და ყველა ძაღლი დავარეგისტრიროთ.

შესაძლებელია, შეგვეზღუდოს ჩვენივე ძაღლების გამრავლება და მოგვიწევს მხოლოდ და მხოლოდ საშენში მისვლა და თუ მოგვინდება ხელახლა ყიდვა, ხელახლა უნდა ვიყიდოთ“, – აღნიშნა განაცხადა მაია ბითაძემ.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა.

სხვა ამბების წაკითხვა