პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მას მინდა მადლობა გადავუხარო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მთავრობაში არავითარი პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ თუ სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ასეთი საუბარი არსად ვრცელდება, თქვენ ავრცელებთ“, – განაცხადა პრემიერმა “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს