ბოლო ამბები
მაისი 1, 2024

გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა საქმეებზე არ დაიჭირონ, მას უკრაინაში დეპორტით გაუშვებენ და ქართულ პოლიტიკაში იურიდიულად ვერ ჩაერთვება

თებ29,2024
გაზიარება

გია ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი ამას პოლიტიკური განვითარება არ მოჰყვება, რადგან, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და ის სხვა საქმეებზე არ დააპატიმრონ, მეორე დღესვე, როგორც საქართველოს არამოქალაქესა და არასასურველ პერსონას, უკრაინაში დეპორტაციას განახორციელებენ, შესაბამისად, იურიდიულად ის ვერანაირ პოლიტიკურ პროცესებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ამ საკითხზე გია ხუხაშვილმა 29 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა ცხოვრობს მარაზმში და უკვე დამღლელია სააკაშვილზე საუბარი.

სხვა ამბების წაკითხვა