კონსერვატიული მოძრაობა “ალტ-ინფო”-ს ლიდერ ზურაბ მახარაძის თქმით, თუ ხელისუფლება ნამდვილად დაიწყებს მუშაობას კანონპროექტზე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ და განხილვის პერიოდში შეწყვიტონ მმართველი პარტიის კრიტიკა.
ამის შესახებ მან ფეისბუქ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მახარაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით აკეთებს ამას ხელისუფლება, მთავარია, რომ საკითხი დაიძრას და კანონის სახე მიიღოს. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს კვლავ პროტესტი მოჰყვება არასამთავრობოების მხრიდან, ისინი ფიზიკურად დაიცავენ მის მიღებას და არ დაუშვებენ ლგბტ პროპაგანდას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს