ბოლო ამბები
11/10/2024

ეს არის დაპირისპირება პირადად ჩემთან, ჩემ შვილებთან, ჩემ შვილიშვილებთან! ჩვენ ოჯახებთან – ხათუნა ხოფერია

გაზიარება

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონის წინააღმდეგ წასვლა, “ შიგ ევროპაში” მინდა არაა! ეს არის დაპირისპირება პირადად ჩემთან, ჩემ შვილებთან, ჩემ შვილიშვილებთან! ჩვენ ოჯახებთან, ჩვენ იდენტობასთან, ჩვენ უფლებებთან და თავისუფლებებთან!”– წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.

“ეს არის სრული ლუსტრაცია ჩასაფრებული მტრის, ღრმა დაშიფრვის აგენტის, მკვლელის, პედოფილის, სამშობლოს მოღალატის, გარყვნილის, ზნედაცემულის! ჰო და, ვიღაც ფულზე დაგეშილს კი არა, ჩემ საკუთარ შვილსაც არ დავინდობ თუ ასე დაეცემა და თუ ზედმეტს გაბედავს!

რაც შეეხება “ რუსულ კანონს” და ამდაგვარ გასატესტად შემოგდებულ “სლოგანებს”… თუ რუსეთს მსგავსი კანონი აქვს მიღებული, ვენაცვალე სულში! კარგად გამიგეთ?  თუ გამიგეთ, დაიმახსოვრეთ!”- წერს ხათუნა ხოფერია.

 

სხვა ამბების წაკითხვა