ამ არჩევნებს რომ “ქართული ოცნება” იგებს, კითხვა არ არსებობს – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა 2024 არჩევნების დამაჯერებლად მოგება და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო.
“რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ “ქართული ოცნება” იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს