ბოლო ამბები
14/12/2024

“მამუკა მდინარაძეზე ბევრად კვალიფიციურად დავიცავ არასრულწლოვნებს სქესის შეცვლისგან”- თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეო)

გაზიარება

მამუკა მდინარაძეზე ბევრად კვალიფიციურად დავიცავ არასრულწლოვნებს სქესის შეცვლისგან”- განაცხადა “ევროპული საქართველო”-ს წევრმა თამარ ჩერგოლეშვილმა 3 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში, როდესაც საუბრობდა მმართველი პარტიის ინიციატივაზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.

“რაზეც ისინი (ქართული ოცნება) საუბრობენ, ამის მეორე შრე და ბოროტმოქმედება იცით რატომ არის? – ესენი ამას აკეთებენ ზუსტად იმ მიზნით, რაც “გარეჯი საქართველოა”-ს აკეთებდნენ, რა მიზნითაც “ოჯახის სიწმინდის დღე” გამოაცხადეს – ოჯახის სიწმინდ ანაღვლებთ ამათ?  დანგრეულია ოჯახები, ემიგრაციაშია გახიზნული, ბედნიერი ოჯახი ლამის აღარ არსებობს საქართველოში და ბავშვები აქ მარტო იზრდებიან”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა და დასძინა, რომ ის საფრთხეები, რაზეც “ქართულ ოცნებაში” საუბრობენ, (ლგბტ პროპაგანდა) საქართველოში არ არსებობს

 

სხვა ამბების წაკითხვა