ბოლო ამბები
10/12/2024

ალეკო ელისაშვილი არ აპირებს ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეხება

გაზიარება

ალეკო ელისაშვილი არ აპირებს ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეხება.

ამ საკითხზე მან ჟურნალისტებთან დღეს, 4 მარტს ისაუბრა.

„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ, ქალაქში რომ გახვალ, ვითომ რაღაც უბედურება ხდება. „ქართული ოცნება“ რეალობას და ხალხს რომ მოწყდა, იმიტომაა, რომ ასეთ სისულელეებს აკეთებს. წამოვიდეს, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება, რეალურად რა უჭირს ხალხს და ამ რაღაც ყურით მოთრეულ, არარსებულ თემებზე ლაპარაკს არ დაიწყებს. მოიფიქრეს? უნდათ? კი ბატონო, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა