ბოლო ამბები
12/02/2025

ზურაბ ჭიაბერაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ 2024 წელს ნაც.მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში

გაზიარება

მე ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2024 წლის არჩევნები არის ცვლილების წელიწადი და ხელისუფლება იცვლება”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 4 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.

“ამ ცვლილების ფლაგმანი და ლოკომიტივი არის “ნაციონალური მოძრაობა”. გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ იქნება ეს “ლელო”,  ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას გაერთიანება, გახარიას პარტია თუ სხვები, სავარაუდოდ აღმოჩნდებიან სააარჩევნო ბარიერს მიღმა, ქართველი ხალხი გააკეთებს შეფასებას და შედეგებს ვნახავთ”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა