ბოლო ამბები
12/10/2024

ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვები შიმშილისგან და არასრულფასოვნი კვებისგან ავადდებიან და კვდებიან

გაზიარება

ისრაელ-ღაზის სექტორის საომარი მოქმედებებიდან 5 თვის თავზე, ღაზაში მცხოვრები პატარები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან.

არასრულფასოვანი კვება,  შიმშილობა და ორგანიზმის გაუწყლოება, რაც მათ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახა.

ბავშვები გაფითრებული სახეებით და ჩაცვენილი თვალებით – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც ომმა და შიმშილობამ გამოიწვია.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვების ან გაუწყლოების გამო ქამალ ადვანის საავადმყოფოში ბეიტ ლაჰიაში, ჩრდილოეთ ღაზაში, ანკლავის იმ ნაწილში, სადაც საკვების ნაკლებობა ყველაზე უკიდურესად დგას.

”სამწუხაროდ, არაოფიციალური რიცხვები შეიძლება უფრო მაღალი იყოს”, – თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.

კლინიკის ექიმი “როიტერსთან” საუბრისას ამბობს, რომ ისინი უამრავ პაციენტს იღებენ ყოველდღიურად, რომლებიც შიმშილისგან ავადდებიან.

მომზადებულია ‘Reuters”-ზე დაყრდნობით.

სხვა ამბების წაკითხვა