ბოლო ამბები
15/10/2024

გიგი უგულავა არის არარაობა და კეზერაშვილის ფეხი, ის უნდა გაქ რეს პოლიტიკური სივრციდან – თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეო)

გაზიარება

“ვიღაც არარაობა და კეზერაშვილის ფეხი – ასე აფასებს “ევროპული საქართველო”-ს ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მის ყოფილ თანაპარტიელ გიგი უგულავას.

ეს კომენტარი მან 4 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, როდესაც წამყვანმა მას გიგი უგულავასთან დაკავშირებით ჰკითხა.

“პოლიტიკურ არარაობად ვთვლი მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა. არცერთი მისი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ, ამ ადამიანს არ გააჩნია თავმოყვარეობა და მითუმეტეს, მასზე სერიოზული მსჯელობის აგება არ შეიძლება.

ეს ის კაცია, რომელიც ახალგაზრდებს უთმობდა გზას და ზუსტად 3 თვეში 5 ნომრით იყარა კენჭი და ეს ყველაფერი იმით ახსნა – ახლა პრანჭიაობის დრო არ არისო.

ეს არის კაცი, რომელიც ცილს სწამებდა თავის მეგობარს, რომ თითქოს, ბოკერია ახალგაზრდებს ბლოკავს.

ეს კაცი არის ჩვეულებრივი მატყუარა, უთავმოყვარეო, პოლიტიკური არარაობა, შესაბამისად, ის უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ეს რა არარაობაა”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას შეფასებისას.

სხვა ამბების წაკითხვა