ბოლო ამბები
11/11/2024

ეს არის საქართველოს ხელისუფლების მარცხის შედეგი – თინა ხიდაშელი ზურაბ ადეიშვილზე (ვიდეო)

გაზიარება

“ეს არის საქართველოს ხელისუფლების მარცხის შედეგი”– განაცხადა თინა ხიდაშელმა 9 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას, როდესაც ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და მის ევროპულ ვიზიტებზე გააკეთა შეფასება.

ხიდაშელის თქმით, საქართველოს პროკურატურის ბრალია, რომ ზურაბ ადეიშვილი არ ზის განსასჯელის სკამზე და ის თავისუფლად დადის ევროპის ქვეყნებში, რადგან სწორედ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო ინტერპოლის დარწმუნება მის ბრალეულობაში, შესაბამისად ის არ არის ძებნილთა სიაში და ევროპელების მიმართ  პრეტენზიები არასწორია.

სხვა ამბების წაკითხვა