ბოლო ამბები
14/12/2024

ევროკავშირში ამ კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია უკრაინაში ომმა – ნინო ჟიჟილაშვილი ე.წ აგენტების კანონზე

გაზიარება

“ევროკავშირში ამ კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია უკრაინაში ომმა”- ასე გაამართლა ნინო ჟიჟილაშილმა ევროკავშირის მიერ მიღებულმა კანონმა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში ე.წ რუსულ კანონს უწოდებდნენ და რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისის ქუჩებში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას თვალს უსწორებს და თან ატყუებს, რომ ევროკავშირმა ის კანონი მიიღო, რასაც საქართველოში რუსულ კანონს უწოდებდნენ.

ევროკავშირში ამ კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია უკრაინაში ომმა და რუსეთის გავლენების შეზღუდვის გარდაუვალმა აუცილებლობამ, ხოლო ჩვენი კანონმდებლობა იყო არა ამერიკული, არამედ რუსული იმიტომ, რომ პირდაპირ მიემართებოდა დასავლური ინსტიტუციების მხრიდან საქართველოს დემოკრატიაში ჩადებულ რესურსებს და ფინანსურ ინსტიტუციებს და ამას დღესაც იტყუებიან”- თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა გადაცემა “კვირის ფორმულა”-ში.

სხვა ამბების წაკითხვა