ბოლო ამბები
24/06/2026

პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინაში გაგზავნის ამერიკულ ჯარებს, ის ბირთვული ომისთვის მზად არის

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად იყო ბირთვული ომისთვის, თუ აშშ-ის ჯარებს გაგზავნის უკრაინაში, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად ჩაითვლება.

პუტინმა, 15-17 მარტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსვლისას თქვა, რომ ბირთვული ომის სცენარს არ “აჩქარებს” და ის არ ხედავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას.

”სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ” –  უთხრა პუტინმა რუსულ ტელეარხ “რასია 1”-ის და გამოცემა “რია ნოვოსტი”-ს ჟურნალისტებს.

პუტინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა, რომ თუ იგი განათავსებს ამერიკულ ჯარს რუსეთის ტერიტორიაზე – ან უკრაინაში – რუსეთი ამ ნაბიჯს ინტერვენციად განიხილავს.

მომზადებულია “Reuters”-ზე დაყრდნობით.

სხვა ამბების წაკითხვა