ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა.
ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულნი უმძიმესი დანაშაულების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამას უყურებს საზოგადოება და შესაძლოა გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული.
„გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე რომ, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი.
როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ან ბერლინში, ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული.
იმისთვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში,“– განაცხადა პრემიერმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს