ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა. ეს ინფორმაცია მან უკვე ოფიციალურად დაადასტურა ტვ “პირველი”-ს ეთერში და აღნიშნა, რომ ეს პარტია არის დემოკრატიის რესურსი.
“ამ პარტიაში არის ცოდნის, გამოცდილების და მომავალზე ორიენტირების რესურსი. ჩვენი წარმატების შემთხვევაში, ძალიან დაჩქარდება ამ ქვეყანაში ბევრი პროცესი”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც 2012 წლიდან 2019 წლამდე “ქართული ოცნების” წევრი და მხარდამჭერი იყო.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს