ზურაბ ადეიშვილი ვიქტორ ორბანმა შეიფარა თავიდან და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა უნგრეთმა, გაიძვერებს რომ ეძახიან, ისეთი კაცია ორბანი”– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 14 მარტს, პირველი არხის გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას.
„ვიქტორ ორბანი ხომ არის ამათი ძმაკაცი? სინამდვილეში, ორბანი არც ამათი ძმაკაცია და არც სააკაშვილის არ იყო, ერთ და მეორე შემთხვევაშიც თავს იკატუნებდა, რადგან დიდი მოხერხებული კაცია, გაიძვერებს რომ ეძახიან, ისეთი.
ზურაბ ადეიშვილი ვიქტორ ორბანმა შეიფარა თავიდან და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა უნგრეთმა.
ჰკითხონ ახლა თავიანთ მეგობარ ორბანს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რატომ მოხდა ეს ამბავი? როგორც ჩანს, ორბანის თხოვნით, ან მისი ხათრით შემდეგ აიღეს და წითელი ცირკულარიდან ამოიღეს ადეიშვილი, „ქართულ ოცნებაში“ კი ახლა შეიცხადეს, ვითომ არ იცოდნენ და ვაი-ვაიო იძახიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს