23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები და კამერები

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები
გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად
აპრილის ბოლოს დასრულდება.

ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები,
მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და
პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია,
ფართობი კი – 3 030 კვ.მ.

უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა
გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის
განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.