ჩვეულებრივი 37 წელია, ახლა უკვე ე.წ. ,,ტროიკებით’’ სურთ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების გასამართლება!”– წერს სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, რომელიც ეხმიანება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ინიციატივას ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ერთგვარ შემოწმებას გულისხმობს.
“თუ ,,ვეტინგის’’ საჭიროება არის გამოდის რომ მე არ ვარ კეთილსინდისიერი, რომ ვარ კორუფციაში ჩართული, რისი მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ კიდეც! თუ ეს ასეა დადეთ ბატონებო ეს მტკიცებულებები, მაგრამ როცა არ არის რას დადებთ?!
თქვენ ხომ ჭორებზე და პირად ინტერესებზე დაყრდნობით გსურთ წინასაარჩევნოდ შექმნათ ილუზიები უზენაესი სასამართლოს ცუდ მდგომარეობაზე.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭირვალობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად ამოწმებს ჩემს საჯარო დეკლარაციას, ყველა კანონისმიერი მოთხოვნა ჩემს მიერ სრულდება პატიოსნად, მიმაქვს საბანკო გადარიცხვები, ოჯახის წევრების ანგარიშების შესახებ სრული ინფორმაცია, ყველა ხელშეკრულება თუ დოკუმენტი – რაც დაკავშირებულია ჩემს ფინანსებთან, მაგრამ მცირე დარღვევაც ვერ აღმომიჩინეს.
მას შემდეგ რაც უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდნენ ,,მათთვის სასურველი’’ კანდიდატები, რასაც მოჰყვებოდა ასევე ,,მათთვის სასურველი’’ გადაწყვეტილებები, ეხლა ცდილობენ თავს მოახვიონ საზოგადოებას ვითომ რეფორმები.
ჩემი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ჩემს გადაწყვეტილებებშია ასახული, რომლებშიც სტრასბურგის სასამართლოს ერთხელაც კი არ შეუტანია ეჭვი! ჩემი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, მაგრამ… ბევრს აღარ გავაგრძელებ!
ხელები შორს სასამართლო სისტემიდან!”– წერს ლევან თევზაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს