„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, თავმჯდომარედ კი სოზარ სუბარი აირჩიეს.
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება და დამტკიცდა პარტიის წესდება.
ასევე, არჩეულ იქნა პარტიის სარევიზიო კომისია. ეკა სეფაშვილმა ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა და სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს