ბოლო ამბები
12/12/2024

ილია თოფურიას დღეს პრეზიდენტი დააჯილდოვებს – სალომე ზურაბიშვილი პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება

გაზიარება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას დააჯილდოვებს. ღონისძიება 21 მარტს, ორბელიანების სასახლეში ჩატარდება, სადაც მიწვეულები არიან პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის მისვლის შემთხვევაში, ეს იქნება ეროვნული თანხმობის ერთგვარი ნიშანი.

“როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა